რითი ახერხებს ქალების გულის მოგებას Trevor Donovan-ი?!

0
25

ჰოლივუდის ამომავალმა ვარსკვლავმა – Trevor Donovan-მა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სატელევიზიო სერიალ “Texas Rising”-ის გამო მოექცა, ინტერნეტგამოცემა JustJared.com-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მსახიობი თავის დაკუნთულ სხეულს უწევს დემონსტრირებას და ამით მადილოსნების გულის მოგებას საკმაოდ წარმატებით ახერხებს.

მინი სერიალი “Texas Rising” ტელეკომპანია “History”-ს ეთერში მიმდინარე წლის მაისიდან ჩაეშვა. შოუ, რომელშიც Donovan-თან ერთად Bill Paxton-ი, Jeffrey Dean Morgan-ი და Olivier Martinez-ი მონაწილეობენ, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკის მასშტაბით და როგორც ცნობილია მალე სერიალს ევროპის ქვეყნებშიც უჩვენებენ. თუმცა სანამ “Texas Rising”-ს შეაფასებდეთ, შეგიძლიათ Trevor Donovan-ის უახლეს ფოტოსესიას შეავლოთ თვალი.