რით იქნება გამორჩეული თბილისის ფოტოფესტივალის დახურვა?! – ის რაც აუცილებლად უნდა ნახოთ

0
17

Tbilisi Photo Festival 2015-ის დასრულებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება – 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კოტე აფხაზის N49-ში, თბილისის ფოტოფესტივალი მაგნუმის ყველაზე ცნობილი და სკანდალური ფრანგი ფოტოგრაფის ანტუან დ’აგატას გამოფენის პრემიერით დაიხურება.

გამოფენის სახელწოდება “დაბნელება“ გახლავთ და თუნდაც იმით არის გამორჩეული, რომ მასში საქართველოში გადაღებული ფოტონამუშევრებია თავმოყრილი, რომელიც ფრანგმა ხელოვანმა 2009 წელს გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ფოტოფესტივალი, რომელიც წელს მეექვსედ ტარდება 25 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამა 200-მდე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფის ნამუშევარს აერთიანებს. მსურვლებს კი ამ დროის განმავლობაში საშუალება აქვთ გამოფენების გარდა დაესწრნონ მასტერკლასებს, რომლებსაც ფრანგი ფოტოგრაფების გაერთიანება #DYSTURB ატარებს.