რით იქნება გამორჩეული “ნიჭიერი 2017“?

0
2898

დღეს „ნიჭიერი 2017“ იწყება. ქვეყნის ყველაზე ნიჭიერ ადამიანებს, მაყურებელი ისევ „რუსთავი 2“-ის ეთერში შეარჩევს. წლევანდელი სეზონი ტრადიციულად განსხვავებული იქნება, უფრო დეტალურად ამის შესახებ „მიუზიკ ბოქსს“ „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების პიარ-ხელმძღვანელი, სალომე ლილუაშვილი ესაუბრა.

– „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ის ეთერში დღეს იწყება. ისევე, როგორც წინა სეზონზე ეს „ნიჭიერიც“ განსხვავებული იქნება. უფრო ექსტრემალური და საინტერესო ნომრები იქნება წარმოდგენილი. გაცილებით სანახაობრივი „ნიჭიერი“ გელოდებათ. პროექტის მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, უამრავ განაცხადს ვიღებთ უცხოელებისგან, ასე რომ უცხოელ კონკურსანტებსაც ვიხილავთ.

– წელს ცვლილება მოხდა ჟიურის შემადგენლობაშიც, როგორია ჟიურის ამპლუაში ქვეყნის პირველი ლედი?

– „ნიჭიერის“ ჟიური ყოველთვის საინტერესოდ დაკომპლექტებული იყო. ჟიური ცალკე შოუს აკეთებდა ამ შოუში. წელსაც განხორციელდა ცვლილებები. წლევანდელი ჟიური უპრეცედენტოა, მსოფლიოს არცერთ მეგაშოუში არ ყოფილა პირველი ლედი ჟიურის შემადგენლობაში. მაკა ჩიჩუა სიამოვნებით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას და მას უშუალოდ აქვს შეხება კონკურსანტებთან.

– ვიცი, რომ ცვლილება არის წამყვანებშიც…

– დიახ, ცვლილება გვაქვს წამყვანებშიც. ინტერნეტ-ოთახის წამყვანი იქნება მომღერალი ლევან მასპინძელაშვილი, რომელსაც ამ ამპლუაში პირველად იხილავთ. რეკლამის დროს საინტერესო ამბები ხდება კულისებში, ამიტომ მაყურებელს საშუალება ექნება ბექსტეიჯში შევიდეს და უყუროს იქ რა ხდება, სადაც ლევან მასპინძელაშვილი დაგხვდებათ მასპინძლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here