ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში თავისი საყვარელი მამაკაცის შესახებ წერს. მისი მეუღლე, ნიკოლოზ ნაყოფია გახლავთ. როგორც ნანუკა წერს, მათი გაცნობიდან 43-ე თვე გავიდა და მან ნიკოლოზისგან სიმბოლური ფერებით დატვირთული თაიგული მიიღო.
„43-ე თვე ერთად და 43-ი 19 რიცხვი, გაცნობის პირველი დღიდან დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ რიცხვს, მადლობა ზრუნვისთვის და მართლაც ყოველ თვეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ყველა ნაჩუქარ თაიგულს (ფერთა გამით, შინაარსით) და წერილით…“
ნანუკა და ნიკოლოზი ამჟამად აშშ-ში იმყოფებიან. ისინი პირველ შვილს ელოდებიან. ფეხმძიმე მოდელი შესანიშნავ ფორმაშია.