„მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი „მის უნივერსის“ კონკურსზე მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ, მან სოციალურ ქსელში დაწერა. ნუკას პოსტში გაირკვა ისიც, რომ მოდელს წლების წინ დაპირისპირება ჰქონდა დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძესთან. ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ ბიჭოლას მიერ დაწერილი პოსტი გამოაქვეყნა: „შევეცდები მოკლედ დავწერო, თან ქართულად! 🙈 დაახლოებით 8-9 წლის წინ კიკალაStudio-ში ერთ გოგონას შევხვდი. ჩემი ენის გამო ამ გოგონასთან მომივიდა პატარა უთანხმოება, რისიც ახლა ძალიან მრცხვენია, ძალიან ვაწყენინე, შეიძლება ეს მისთვის დიდი სტიმულიც იყო, დროთა განმავლობაში გამოვასწორე შეცდომები და ამ გოგონასთან დავმეგობრდი. ის კონფლიქტის დღე არასდროს გაგვხსენებია, მაგრამ მე სულ მინდოდა მომეხადა ბოდიში! ალბათ იმ დროს ვერც ის და ვერც მე ვერ ვიფიქრებდით იმას, რომ ის Miss საქართველო 2015 იქნებოდა, ან მე ვიქნებოდი იქ სადაც ახლა ვარ. აი დღეს ერთადერთი მიზეზის გამო ჩამოვფრინდი ჩინეთის კუნძულ სანიაზე, აქ ვარ მხოლოდ ერთი დღით, რომ ვუგულშემატკივრო ამ გოგონას! დღეს Miss მსოფლიოს ფინალზე დარბაზს დავანგრევთ! ნუკიტო ჩვენ აქ ვართ, შენს გვერდით! შენ ჩვენთვის უკვე გამარჯვებული ხარ! Go Nuka! Go Georgia! 💪🏾 🇬🇪 ❤️ ❤️ ❤️ #NeverStopDreaming #GeorgiaWins 💕 💕 💕, ნუკამ პოსტს ასეთი მინაწერი გაუკეთა: “უაიმე ! ❤️ Bicholla Tetradze See you soon at Miss Universe!.”
როგორც კომენტარებიდან ჩანს მოდელი და დიზაინერი საუკეთესო მეგობრები არიან.