გუკა რჩეულიშვილის მეუღლე, ლელა კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“თრინითი-მართა რჩეულიშვილი, დიდ მადლობას გიხდით ამ ქვეყანაზე ასეთი გულთბილი დახვედრისათვის და მე გმადლობთ ყველას მოლოცვებისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი, მე და ჩემ გოგოს გვინდა გადავუხადოთ საოცარ პროფესიონალ, დავით დავარაშვილს და მისი კლინიკის არაჩვეულებრივ მედპერსონალს. საბედნიეროდ, მეოთხედ გავხდი დედა და ასეთი ყურადღება და მზრუნველობა მართლა არასდროს მინახავს” – წერს ლელა.