რის გამო თქვა უარი პირად ცხოვრებაზე ნიკოლასმა და რას სთავაზობს ქართველ მამაკაცებს დიზაინერი?!

0
151

დიზაინერი ნიკოლასი თავისი ბრენდის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს, ამის შესახებ ცნობილი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა, თუმცა როგორც ირკვევა ამასთან ერთად დიზაინერს კიდევ რამდენიმე ახალი ამბავი აქვს, რომელიც არამხოლოდ მისი ბრენდის მომხმარებლებს დააინტერესებთ. კარიერის, პირადი ცხოვრებისა და სიახლეების შესახებ ნიკოლასი თავად მოგვიყვება…

ნიკოლას როგორც ვიცით შენი ბრენდი მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს, უფრო დაწვრილებით რომ უთხრა მკითხველს რაში მდგომარეობს ეს სიახლე…

– კი ნამდვილად,როგორც ყოველთვის ვცდილობ სიახლეებით გავანებივრო მომხმარებელი. ეს სიახლე ეხლა ატელიეა, რომელსაც სულ მალე გავხსნი. მინდა ნებისმიერ სქესს შეეძლოს შეკვეთების გაფორმება როგორც ონლაინ ასევე ადგილზე. ბრენდი საკმაოდ დიდი პოპულარიზაციით სარგებლობს ბაზარზე და მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად ვცდილობ მაქსიმალურად ვიყო მოთხოვნადი და დავაკმაყოფილო თითოეული მომხმარებელი.

ანუ ამიერიდან ნიკოლასი მამაკაცის ხაზზეც იმუშავებს?

– კი, რა თქმა უნდა… ბრენდში მამაკაცის ხაზის შეკვეთა არაერთხელ გვქონია, მაგრამ ახლა კონკრეტული კოლექცია დავიწყე რომელსაც ჩემს ოფიციალურ გვერდებზე და ვლოგზე მომხმარებლები 14 თებერვალს იხილავენ.

რა იქნება ის რასაც ქართველ მამაკაცებს შესთავაზებ?

– უნივერსალური ხაზი, რომელიც იქნება კლასიკური და ამავდროულად სპორტული. მინდა რომ იყოს დახვეწილი და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის განსხვავებული.

ზემოთხსენებულ პრეზენტაციას რაიმე კავშირში ხომ არ არის ვალენტინობასთან?

– უკვე 3 წელია, ვალენტინობას, ჩემი ბრენდი ავლენს “მისტერ ვალენტინს“, როგორც ერთი კონკრეტული ბრენდის სახეს. ეს არაფერ კავშირშია ქვეყანაში არსებულ კონკურსებთან, უბრალოდ, ყოველ წელს ერთ ბიჭს, Nickola’s-ის სახედ ვიმატებ.

უკვე გყავთ არჩეული თქვენი ფავორიტი?

– არა ჯერ არა. წელს “მისტერ ვალენტინის“ კონკურსზე ჩემს ბრენდს აქვს გამარჯვებულისთვის საჩუქარი, თუმცა არამგონია იქიდან იყოს რომელიმე მათგანი.

რატომ? არ მოგეწონათ კონკურსანტები?

– არა არა, მთავარია ჟიურის წევრებს და კონკურსის დამფუძვნებლებს მოეწონოთ. მე წელს არ ვარ ჟიურიში და შესაბამისად ჩემს აზრს ჩემთვის დავიტოვებ.

ვის ერგება პატივი Nickola’s-ის მამაკაცის ხაზის სახე გახდეს?

– ეგ ჯერ არ ვიცი… თუ გავითვალისწინებთ არტს, რომლითაც მინდა წარვადგინო კოლექცია, ერთი არ უნდა იყოს, შესაბამისად უნდა ველოდოთ რამდენიმე მამაკაცს.

საინტერესოა, როგორც გჩვევია რაიმე ხმაურიანს და სკანდალურს ხომ არ ამზადებ?

– ვისთვის როგორ…

სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებ ხოლმე შენს ჩანახატებს, განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთ მათგანს, რომელშიც მიმართავდი ადამიანებს…

– კი და მალე ვაპირებ, პატარა წიგნის სახით გამოვუშვა ყველა ჩემი ჩანახატი… ძალიან ბევრი კითხულობს ზუსტად ვიცი და ეს ძალიან მახარებს. ვწერ ადამიანებზე განურჩევლად სქესის, ორიენტაციის, რელიგიის და ასე შემდეგ. ყველა თემაზე რაც კი კაცობრიობას აწუხებს და ეს ჩემი ჰობია.

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

– არ ვიცი… ზედმეტად ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუმცა იმდენად განსხვავებული ხედვა და მიმართვა მაქვს პირადისადმი, ვცდილობ ჯერჯერობით მხოლოდ კარიერას მივხედო და მჯერა რომ ალბათ თავის დროზე გამოჩნდება, ან გამოჩნდა უკვე ადამიანი, რომელიც აზრს შემიცვლის და დამაჯერებს, რომ სიყვარული არსებობს და ის უბრალო, დროებითი განკურნებადი სენი არ არის.

ანუ, სიყვარულის არ გჯერა?

– არა. დიდი ხანია სიყვარულის არ მჯერა. იმიტომ არ მჯერა რომ არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება გიერთგულებს და ეყვარები არ არსებობს! ტემპი ყოვეთვის ვარდება და ეს უკვე სიყვარული აღარ არის.

ხომ არ ფიქრობ რომ შენი პირადი ცხოვრება კარიერაში გაცვალე?!

– არა, უბრალოდ ვერ ვნახე ამაზე ძვირფასი და მართალი ვერავინ და დავრჩი კარიერისტი…

გუგა ლეჟავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here