რის გამო ჩაიშალა ანრი ჯოხაძის დაგეგმილი კონცერტები?

0
1936

მომღერალ ანრი ჯოხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მის მიერ დაგეგმილი კონცერტები ჩაიშალა. მომღერალს გუშინ ქუთაისში უნდა ემღერა, ხოლო 19 მარტს გერმანიაში, მაგრამ მოულოდნელად ავად გახდა და ქუთაისის კონცერტი ჩაიშალა, გერმანიის კონცერტი კი გადაიდო.

სამწუხაროდ ჩემი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიუნჰენში დაგეგმილი კონცერტი, რომელიც 19 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო 23 აპრილისთვის, ყველას ბოდიშს გიხდით, რომ ასე გამოვიდა😔💋 მიყვარხართ და გელით 23 აპრილს.❤ შეხვედრამდე !!! 😍“ – წერს ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში.

“მიუზიკ ბოქსი“ ანრი ჯოხაძესთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას შეეცადა, რათა გაერკვია რა სჭირს მომღერალს, მაგრამ ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამიტომ გერმანიაში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორს, გვანცა შალამბერიძეს დავუკავშირდით:

მე დავგეგმე ანრის კონცერტი მიუნხენში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 19 მარტს დაგეგმილი კონცერტი 23 აპრილამდე გადაიდო.

– რა სჭირს ანრის?

– მას აქვს ბოტკინი და ამიტომაც გადაიდო კონცერტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here