ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება უშუქობის გამო წუხს და “ფეისბუქზე” შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“რა რომანტიკაა! ოჯახთან ერთად ვსხედვართ და ბავშვობას ვიხსენებთ და იცით რატომ? საბურთალოზე შუქი არ არის ისევ! დიდი მადლობა ბატონო კახა. მე-9 ბლოკის გათიშვას როდის ველოდოთ? ხვალაც გათიშავენ ნეტავ?! წყლის მომარაგება უკვე დავიწყე, ხვალაც თუ ჩაქვრა შუქი გენერატორსაც შევიძენთ! გაგებით მივეკიდოთ!
#გამყიდველი #მოღალატე #მთავრობა#შუქიმოვიდააა #უშუქობა #ფეხბურთიდაენერგეტიკისმინისტრობა” – წერს ანიტა რაჭველიშვილი და საკუთარ პოსტს სახალისო ფოტოს ურთავს.