ახლოვდება ჯანსუღ კახიძის სახელობის V საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი!
პროგრამა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, კონცერტებს გამართავენ რიჩარდ ბონა, ავიშაი კოენი და ქართული ანსამბლი The Georgian Six.
ფესტივალის კალენდარი ასე გამოიყურება:
5 მაისი – Richard Bona
11 მაისი – The Georgian six
17 მაისი – Avishai Cohen
ფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 16 აპრილს, 12:00 საათიდან როგორც ცენტრის სალაროში, ასევე საიტზე biletebi.ge.