რიანას საფრანგეთში ვიზიტმა პარიზის მოდის კვირეული გადაფარა

0
28

ნიუ იორკის მოდის კვირეული დასრულდა და მოდის მოყვარულები უკვე პარიზში ინაცვლებენ – 30 სექტემბერს პარის მოდის კვირულმა აიღო სტარტი, რომელიც 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. შოუზე დამსწრებთა შორის კი რიანაც მოხვდა, რომელმაც ლამის წლის ყველაზე გლამურული მოვლენა გადაფარა.

მუსიკოსი შოუს დაწყებამდე ქალაქის დათვალიერებით იყო დაკავებული და რა აზრი ექნებოდა მის საფრანგეთში ვიზიტს, Dior-ის მაღაზია რომ არ მოენახულებინა. ბარბადოსელი ლამაზმანი მაღაზიას ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი ეწვია და პაპარაცების და ფანების არმიას ამაყად გაუმკლავდა.

მოგვიანებით რირი ღამის კლუბში დააფიქსირეს. როგორც იქ მყოფები ტაბლოიდებთან საუბრისას აცხადებენ, მომღერალს გვერდს ტრევის სკოტი უმშვენებდა. თუკი გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ სწორედ ამერიკელი მუსიკოსია რიანას ახალი ბოიფრენდი. ისინი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად, გარდა ამისა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სარეკლამო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა და გავრცელებული ჭორები კიდევ უფრო განამტკიცეს…

ნახეთ რიანას უახლესი ფოტოები პარიზიდან…