„რეზო და ბავშვების“ სოლისტი, რეზო ბლიაძე გიორგი ცაგარელისა და სიმებიანი ორკესტრის (Zagareli & Strings) „აკუსტიკაში“ სტინგის ცნობილი მელოდიის შესრულებას აკრიტიკებს. ჯგუფის სოლისტი აღნიშნავს, რომ მაგარი მუსიკოსები უკრავენ, თუმცა ვერსია არ მოეწონა.
რეზო წერს:
„მაგარი მუსიკოსებიც არიან და ძაან გასულებიც, მაგრამ ქავერის გაკეთება და სიმღერის „დაკვლა“ რა პონტია, არ ვიცი… ბაში-აჩუკის საუნდტრეკი რომ სტინგს დაეწერა, ეგეთი იქნებოდა ალბათ…
მაგრამ მუსიკა თავისუფლებაა და ვერავის ასწავლი და მიუთითებ, რა დაუკრას და როგორ…“