„რეზო და ბავშვები“ „სფეისჰოლში“ კონცერტზე ირაკლი ჩარკვიანის „მენატრებას“ ქავერსაც წარმოადგენენ (ვიდეო)

0
1653

პოპულარული ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ „სფეისჰოლში“ გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებიან. რეპეტიციები უკვე დაწყებულია. ბიჭები ყოველდღიურად ემზადებიან და თავიანთი რეპერტუარიდან სხვადასხვა სიმღერის ახლებურ ვერსიებსაც ამუშავებენ.

კონცერტზე მოსულ მსმენელს დიდი სიურპრიზი ელის. რეპერტუარში იქნება ირაკლი ჩარკვიანის „მენატრება“, რომლის საკუთარი ვარიანტი მუსიკოსებმა უკვე დაამუშავეს.

შეგახსენებთ, რომ კონცერტი 8 მარტს გაიმართება „სფეისჰოლში“. ბილეთები უკვე იყიდება. ჯერჯერობით მათი ფასი 20 ლარია, კონცერტის მოახლოებასთან ერთად 30 ლარი გახდება, კარზე მისი შეძენაც 30 ლარად შეგეძლებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here