რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

0
305

მწერალი რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფრომაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართველი მწერალი, დრამატურგი რევაზ (რეზო) ჭეიშვილი და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რეზო ჭეიშვილმა პირველი მოთხრობები სტუდენტობისას ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. 1961 წლის ჩათვლით, 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია «ქართულ-ფილმში» რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში “ცისკარი”, “საუნჯე”. რეზო ჭეიშვილი გახლდათ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, გაზეთ „მოწამეთისა და ჟურნალ „მწვანე ყვავილის“ რედაქტორი. იგი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის (“მზიანეთი”, “ზღვის მგელი”, “ავტოპორტრეტი”, “ფედია”, “ჩემი მეგობარი ნოდარი”, “გამოაღეთ ფანჯრები”, “გათენების წინ”, “ჭიდაობას რა უნდა”, “ექსპრეს – ინფორმაცია”) სცენარის ავტორი. რეზო ჭეიშვილი იყო რუსთაველის პრემიის ლაურეატი ფილმის “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” კინოსცენარისთვის 1985 წ. 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე გახლდათ. 1992-1995 წლებში აირჩიეს მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად.”

ტეელკომპანია Music Box სამძიმარს უცხადებს რეზო ჭეიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს…