რეზო ბლიაძე: „ვინც „რეზო და ბავშვების“ ახალი ვიდეოს გადაღებაზე არ მოვიდა, მაინც გვევასება ძალიან…“

0
1905

„რეზო და ბავშვების“ სოლისტი რეზო ბლიაძე ახალ ვიდეორგოლზე გვესაუბრება, რომელმაც „იუთუბზე“ უკვე საკმაო რაოდენობის ნახვა დააგროვა. მისი სახელწოდებაა „მევასები ძალიან“.

რეზო ბლიაძე:

ეს სიმღერა 4 წლის წინ დაიწერა. პრემიერა შედგა „პროფილში“. ეს ვიდეო გარკვეული პერიოდის განმავლობაში იდო „იუთუბზე“, ერთ დღეს კი გაქრა. ინტერნეტში დარჩა მხოლოდ ფოტოებით აწყობილი ვიდეო, რომელსაც უბრალოდ ეწერა სიმღერის სახელწოდება. ხალხი ისმენდა და არ იცოდა, რომ ეს სიმღერა ჩვენ გვეკუთვნის. კონცერტებზე რომ ვასრულებდით, გაკვირვებულები გვიყურებდნენ, „მევასები ძალიან“ თქვენიაო? მოკლედ, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ სიმღერა იმსახურებდა ვიდეოს.

შვეკრიბეთ ის ადამიანები, ვინც გვევასება ძალიან (იღიმის), ვიღაცები მოვიდნენ, ვიღაცები ვერ მოვიდნენ, ვიღაცები კი არ მოვიდნენ… ვრცლად ვიდეო

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here