რესტორანი „ვეფხი და მოყმე“ ფეხბურთის მოყვარულებს რამდენიმე სივრცეს სთავაზობს

0
2720

4 წელში ერთხელ მთლიანად საფეხბურთო სამყარო ერთიანდება, ზოგი ტელეეკრანს მიუსხდება, ზოგი საფეხბურთო სტადიონზე მოკალათდება, ზოგიც კი უბრალოდ ფაბში ან რესტორანში მეგობრებთან ერთად შეიკრიბება ხოლმე. მოკლედ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა თავისებურად ემზადება, ფეხბურთის მოყვარულები ფსონებს დებენ და წინასწარ პროგნოზებს აკეთებენ თუ რომელი ქვეყნის ნაკრები ჩამოართმევს ჩემპიონობის ტიტულს გერმანიის ნაკრებს. მათ კი ვინც ვერ ახერხებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას და არ სურს მნიშვნელოვან თამაშებს სახლში უყუროს, რესტორანი „ვეფხი და მოყმე“ ჩემპიონატის განმავლობაში მათ სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. გარდა ამისა, თამაშების მეორე დღეს ჩვეული ცხოვრების რიტმის დაბრუნებისთვის რესტორან „ვეფხი და მოყმეში“ ე.წ. ნაბახუსევის მენიუს არჩევაც კი იქნება შესაძლებელი. თუმცა, მანამ, სანამ მსოფლიო ჩემპიონატის დაძაბული დღეები დაიწყება, „ვეფხი და მოწყმის“ მეზობელი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ფეხბურთის მოყვარული თანამშრომლები აღნიშნულ სივრცეს ესტუმრნენ და წინასწარი პროგნოზები ერთმანეთს გაუზიარეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here