2.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

რესტორანი „ბაგინეთი“ ჯადოსნური ახალი წლის შესახვედრად მზად არის

სულ ცოტა დრო რჩება, სანამ 2019 წელს შევეგებებით. შესაბამისად, კითხვა თუ სად გავატაროთ ახალი წლის ღამე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია. სწორედ ამიტომ, მუზიქ ბოქსმა გიდობის საქმე შეითავსა და მცხეთისკენ გაემგზავრა. მცხეთაში მდებარე რესტორანი „ბაგინეთი“ ახალი წლის შესახვედრად უკვე მზად არის. 31 დეკემბრის ღამით ბაგინეთში მისული სტუმრების განწყობაზე ქეთი გომართელი, ოთო ბერიშვილი, თორნიკე ტატიშვილი და მაიკო ლომსაძე იზრუნებენ. ქართული და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებისა და შოუ-პროგრამის დასრულების შემდეგ კი სტუმრებს ფიქრი იმაზე თუ როგორ დაბრუნდნენ სახლში არ მოუწევთ, რადგან “ბაგინეთი” სტუმრების ტრანსპორტირებაზე სრულიად უფასოდ იზრუნებს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები