რეპერი Tyga და კაილი ჯენერი კლიპს იღებენ

0
53

კაილი ჯენერი და მისი ბოიფრენდი, რეპერი Tyga პაპარაცებმა ლოს ანჯელესში შემსრულებლის ახალი კლიპის გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს. როგორც ცნობილია რეალითი შოუს ვარსკვლავი რეპერის ახალ ვიდეოში მიიღებს მონაწილეობას.

წყვილს ერთნაირი ქურთუკები ეცვათ. კაილის სამოსს წარწერა “K” ამშვენებდა, მისი რჩეულისას კი “T”.

ჯერჯერობით უცნობია რომელ სიმღერაზე იღებს კლიპს რეპერი, თუმცა გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც Tyga და კაილი ვიდეოში ერთად მონაწილეობენ. მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს შემსრულებლის ახალი კლიპის – “Stimulated”-ის რელიზი შედგა, რომლის მთავარი გმირიც სწორედ კაილი ჯენერი გახლავთ…