რეპერი Kazzy Jazz გარდაიცვალა: „ქართული ჰიპ-ჰოპის სცენამ ერთგული, მებრძოლი, სიმართლის მთქმელი და მართლა შესანიშნავი არტისტი დაკარგა!..“

0
342

რეპერი კაზი ჯაზი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და მისი მეგობრები ადატურებენ. ქუთაისელი რეპერის გარდაცვალების შესახებ ერთ-ერთი პირველი სტატუსი გიორგი ზურაბიშვილმა დაწერა:

„კაზი გარდაცვლილა… დამუნჯებული ვარ… ძალიან მაგარი კაცი, უსუფთავესი, უკარგესი გულით. ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი რეპერი, შეუდარებელი “flow”-ს პატრონი, უნიჭიერესი და უბრალოდ, ძალიან მაგარი ადამიანი. მომენატრები კაზი, ძალიან დააკლდები ყველას. RIP მეგობარო!“

ამავე თემაზე წერს ნაჯა ორაშვილიც:

„სიტყვები არ მყოფნის Kazzy Jazz-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომლის ხმა თანაბრად ისმოდა თითქმის ყველა სოციალურ პროტესტში, ყველგან გვერდით გვედგა, 2012 წელსაც, სამი წლის წინ – 12 მაისსაც. ქართული ჰიპ-ჰოპის სცენამ ერთგული, მებრძოლი, სიმართლის მთქმელი და მართლა შესანიშნავი არტისტი დაკარგა“.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here