26.8 C
Tbilisi
Monday, August 1, 2022

რეპერი “გუფი” ქეთა თოფურიასთან რომანზე ალაპარაკდა

ქეთა თოფურიას და რეპერ გუფი გარშემო ინტერესი არ წყდება, იანვარში რუსულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქეთა ქმარს დაშორდა და გუფისთან ერთად დასასვენებლად ტაილანდში გაემგზავრა.

რეპერმა თვეების წინ გავრცელებულ ჭორებს თავი, ამჯერადაც ვერ დააღწია და რამდენიმე დღის წინ, რუსმა ჟურნალისტმა მას კითხვების ქეთასთან დაკავშირებით დაუსვა.

“მე და ქეთი ვმეგობრობთ და ამ ხმების გავრცელების შემდეგ, კიდევ უფრო ძლიერად დავმეგობრდით. მე არ ვიცი, ვინ არის იმ ფოტოებზე ასახული” – აღნიშნა რეპერმა ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეხმარებოდა თუ არა ქეთა თოფურია რეპერს 2016 წელს, როცა მუსიკოსი აკრძალულ პრეპარატებს იღებდა, მან უპასუხა: “მას არ უეჭვია ამაზე. ჩვენ კლიპის გადაღებების დროს გავიცანით ერთმანეთი და ხანდახან ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩაის დასალევად” – გაიხსენა მუსიკოსმა.

მისივე თქმით, როცა გაუჭირდა პრობლემის დაძლევა, თავად მიმართა ქეთას: “მე თვითონ მივედი მასთან დახმარების თხოვნით, ვუთხარი რაიმე მოეხერხებინა ჩემთვის. რამდენჯერმე მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშიც კი მიმიყვანა” – ისხენებს რეპერი გუფი.

Latest Posts

ბოლო სიახლეები