რენე ზელვეგერის ყველაზე ცნობილი გმირი ბრუნდება

0
83

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რენე ზელვეგერის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო, ყველაფერი კი 2001 წელს გადაღებული ფილმის – “Bridget Jones’s Diary”-ის დამსახურებაა. მისი გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ მაყურებელმა სურათის გაგრძელება – “Bridget Jones: The Edge of Reason” იხილა, წლების შემდეგ კი ბევრისთვის საყვარელი გმირი კინოეკრანებს უბრუნდება – “Bridget Jones’s Baby”-ზე მუსაობა უკვე დაწყებულია და მსახიობები გადაღებებში არიან ჩართულნი…

ცოტა ხნის წინ 46 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა ლონდონში, გადასაღებ მოედანზე მიმავალი დააფიქსირეს. მსახიობმა ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად შეიცვალა იმიჯი და თუკი მის შესახებ ინფორმაციებს თვალს არ ადევნებდით ერთი შეხედვით მისი ცნობა შესაძლოა ძალიან გაგიჭირდეთ. ერთადერთი რაც არ იცვლება მისი სტილია – ზელვეგერი ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი და ქუჩაში მაკიაჟის გარეშე გადაადგილდებოდა.

ახალი ფილმის გადაღებები კი ერთადერთი მიზეზი არ გახლავთ, რის გამოც რენეს მიმართ გამოცემები დიდ ინტერესს იჩენენ. მსახიობს პლასტიკური ოპერაციების შემდეგ ძალიან დაეტყო ასაკის მატება. მიუხედავად იმისა, რომ რენე უკვე პატარა გოგო აღარაა და მომდევნო წელს 47 წლის იუბილეს აღნიშნავს, მისი სახის კანი ზედმეტად შეცვლილი და მოშვებულია.

რაც შეეხება “Bridget Jones’s Baby”-ს – რომანტიკული კომედიის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გეტყვით, რომ ზელვეგერს ნამუშევარში პარტნიორობას პატრიკ დემპსი და კოლინ ფერტი გაუწევენ…