ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, რეზო გიგინეიშვილი ახალი ფილმის “მძევლების” ქართული პრესჩვენებისთვის ემზადება. კინონამუშევრის მსოფლიო პრემირეა კი 15 თებერვალს, ბერლინალეს ფარგლებში, სექცია “Panorama Special-ში” გაიმართა, რომელსაც მთელი შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო. ჩვენებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტადაც კი დასახელდა. განსაკუთრებული აღფრთოვანება ფილმის სცენარმა დაიმსახურა, რომელიც 1983 წელს შვიდი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფის მიერ საბჭოთა კავშირიდან თვითმფრინავის გატაცებას ეხება. ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კინონამუშევრის შესახებ, რეჟისორი ჩვენი კამერების წინ საუბრობს.
Home Uncategorized რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ექსკლუზიურად Music Box-თან ფილმ “მძევლების” დეტალებზე საუბრობს