რეჟისორ დათო დოიაშვილის უფროსი ქალიშვილი, ანა, რომელიც ჯგუფ „ქუინთესენსის“ ყოფილი წევრიც გახლავთ, ბერკლიში სწავლობს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში ის ვოკალს შეისწავლის.
სანამ მუსიკალურ სასწავლებელში გამეგზავრებოდა, ის საქართველოში ისვენებდა. გამგზავრებამდე ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან: პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე, ცნობილი ჯაზსტანდარტი – „No More Blues“ ჩაწერა და მასზე ვიდეოც გადაიღო, რომელსაც სოცქსელში უამრავი გაზიარება აქვს.
ანა წერს:
„ძალიან სწრაფად გავიდა ეს ზაფხული!
სწრაფიც იყო და ნაყოფიერიც. ჩავწერე რამდენიმე სიმღერა, გავაკეთე დისკი. სწორედ ერთ-ერთი სიმღერით მინდა დავემშვიდობო ჩემს თბილისს და მეგობრებს <3. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას: Bravo Records და განსაკუთრებით ბატონ Zaza Shengelia-ს, George Gvarjaladze, Manana Morchiladze, Giorgi Tetiashvili Tetika, Tamara Potsxishvili, Chele Alex, Nika Lomidze buxo. პაატა ანდრიაძე, Levan Deisadze, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე - უღრმესი მადლობა თქვენ! გემშვიდობებით მომავალ ზაფხულამდე“