რაზე გაუნაწყენდა გიორგი დათიაშვილი წლების წინ ქრისტინე იმედაძეს და დათუნა მგელაძეს – რა აკავშირებდა მას ჯგუფ “A-studio-სთან” ?

0
2210

მაშინ, როცა ქართულ შოუ-ბიზნესში აყვავების ხანა იყო, ჩვენს საზოგადოებაში ახალ-ახალი სახეებიც ელვის სისწრაფით ჩნდებოდნენ, ხოლო ამ სივრცეში სახელის შენარჩუნება ერთეულებმა მოახერხეს. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ გიორგი დათიაშვილი, რომელმაც მელომანებს თავი სიმღერით – “მინდა იყო ჩემი მზე“ დაამახსოვრა და შეყვარებული წყვილების “Playlist-შიც” საპატიო ადგილი დაიკავა. ამას კიდევ არაერთი ჰიტი მოჰყვა. რამდენიმე წლის წინ მომღერალი კიდევ უფრო პოპულარული, თაკო მელიქიშვილთან ერთად შესრულებული სახუმარო სიმღერით “წითელი ბასანოჩკებით“ გახდა. ამ სიმღერის მოყვარულთა უმრავლესობას ეცოდინება, რომ ის ძალიან ცნობილ კომპოზიტორს და მომღერალს, ეთერ ჭელიძეს ეკუთვნის. ასეა თუ ისე, “წითელი ბასანოჩკები” გიორგი დათიაშვილისა და მომღერალ თაკო მელიქიშვილის შესრულებით, რადიოში გაჟღერდა და მასებმაც აიტაცა. მერე კი ერთ–ერთ პოპულარულ გადაცემაში, ის სხვა დუეტმა შეასრულა, რამაც გიორგი გაანაწყენა, ჩათვალა, რომ მისი, როგორც შემსრულებლის, უფლება დაარღვიეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here