რატომ წავიდა ქეთა თოფურია საქართველოდან?!

0
25

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და А’Студио-ს ვოკალისტი ქეთა თოფურია ქართული “ვოისის” მწვრთნელი გახდა და საქართველოში ჩამოვიდა. პროექტის “ბრმა კასტინგები” უკვე დასრულდა და როგორც ცნობილია შემსრულებელი საქართველოდან წავიდა, ამის მიზეზი კი “ახალი ტალღა” გახლავთ, რომელსაც წელს სოჭი მასპინძლობს.

ცოტა ხნის წინ ჯგუფ А’Студио-ს ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტოები გამოჩნდა, რომლებიც კონკურსის ბექსთეიჯში და რეპეტიციის დროს არის გადაღებული. ბენდმა ფესტივალზე ბოლო ნამუშევარი “Вот она любовь” და კიდევ ერთი ახალი სიმღერა შეასრულა.

რამდენიმე საათის წინ კი ჯგუფის ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გამოჩნდა. “დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ახალი დუეტი სოსო პავლიაშვილთან ერთად “Без тебя” – ასეთი წარწერა ახლავს სურათს, რომელზეც ბენდის წევრები სოსო პავლიაშვილთან ერთად არიან გამოსახული…

[jwplayer mediaid=”4491″]