ნინა წკრიალაშვილი და ნელიკო ნაჭყეპია, რომელიც შესაძლოა, ტელეპროექტ “ჯეობარიდან” გახსოვდეთ, ბოლო პერიოდია, ძალიან დამეგობრდნენ და სამოგზაუროდაც ერთად დადიან.
მცირე ხნის წინ მათი ევროპული ვოიაჟის ამსახველი ფოტოები მათ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, ახლა კი, როგორც ჩანს, გოგონებმა კვლავ გადაწყვიტეს ერთად დასვენება და ბუდაპეშტს მიაშურეს.
ერთ-ერთ ფოტოზე, ნოე სულაბერიძის ყოფილმა გოგონამ, თინა ჭანტურიძემ დაუწერა: “უბრალოდ, ერთმანეთისგან ვერ გარჩევთ”.
ნინა და ნელიკო სტილით საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს.
მათ ერთად ყოფნას ფეისბუქ-მეგობრებიც გამოეხმაურნენ და ფოტოების ახალი სერია მოიწონეს.