“საბას შევთავაზე weekend-ი მარტო მე და შენ წავიდეთ ლიკანშითქო. აშკარად მოიხიბლა ჩემთან ერთად ყოფნის იდეით , მაგრამ ეჭვის თვალით მიყურებს. არ არის დარწმუნებული, რომ “დედობას” მარტო შევძლებ 🙂
ვატყობ ურთულესი გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი” – წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი, რასაც უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
“მამამისთან რომ მიდის მარტო მშვიდადაა 🙂 სახელი მაქვს გატეხილი”- აღნიშნავს პოსტის კომენტარებში ჟურნალისტი.
“როგორც სხვა ყველაფერი ეგეც გამოგივა, “ნანუკა შენ ისეთი გამოცდები გაქვს ჩაბარებული”, “წარმატებები ურთულეს გზაზე” – წერენ ნანუკას ფეისბუქ-მეგობრები…