რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვი დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიაში

0
1461

ალბათ, ბავშვობაში, ერთხელ მაინც უკითხვათ თქვენთვის, ვინ გვსურდათ, რომ მომავალში გამოსულიყავით. დარწმუნებულები ვართ, ამ კითხვაზე პასუხი ფეხბურთელი, არაერთხელ გაგიციათ ან სხვებისგან მოგვისმენიათ. ფეხბურთელობა, დღეს არაერთი ბავშვის ოცნებაა. ამიტომ , მნიშვნელოვანია, ამ პროფესიის დასაუფლებლად სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯები. დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია კი, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს, ამ კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. დაგვეთანხმებით, დღეს არაერთ ბავშვს ამ პროფესიის არჩევა, ლეგენდარული ფეხბურთელების გამო სურთ, მაგალითად ისეთის, როგორიც პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ფეხბურთელი აკადემიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

აკადემიაში შესვლისას, პირველივე რაც თქვენს გაოცებას გამოიწვევს, არის ინფრასტრუქტურა, ასევე სტადიონები, სპორტდარბაზები და კეთილმოწყობილი სამუშაო ოთახები. სასწავლებელში საქართველოს ყველა რეგიონის საუკეთესო მოზარდები ირიცხებიან, რომელთაც მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი მწვრთნელები ასწავლიან. დინამოს აკადემიის სხვადსხვა ასაკობრივი გუნდები რეგულარულად მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ საერთაშორისო ტურნირებში. ისინი წარმატებით იცავენ დინამოს და საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდების ღირსებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here