რატომ უნდა კიმ კარდაშიანს თავის მოკვლა

0
24

“იმ პერიოდში გადაღებულ ფოტოებს, რომ ვუყურებ, როცა ნორსს ველოდებოდი, თავის მოკვლა მინდა“ – ამბობს კიმ კარდაშიანი და რატომღაც ჰგონია, რომ მეორე ორსულობაზე მისი ჩაცმის სტილი უწინდელს ბევრად ჯობია. ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმებით და მოდის კრიტიკოსების აუცილებლად მხარს აგვიბამენ – კიმ კარდაშიანის სტილს არაფერი ეშველა და ყველა როგროც იქნა შევეგუეთ, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავს არც ფეხმძიმობა და არც სხვა რამ დაუშლის ქუჩაში ყოველ გამოჩენაზე საოცრად მომდგარი, მოშიშვლებული, ტყავის, ცოტა ვულგარული სამოსი ჩაიცვას. სწორედ ასე მოქიცა ბოლო ჯერზეც, როცა მეუღლესთან, ქანიე ვესტთან ერთად ვახშამზე გამართა.

კიმს შავი კაბა ეცვა, მთელი მუცელი ტყავის თასმებით ჰქონდა დაფარული, რომელიც უკვე ყელზე ყელსაბამივით იკვრებოდა. კიმმა შავ კაბას მაღალყელიანი ტყავის ჩექმა შეუხამა და მხრებზეც გრძელი ქურთუკი მოიგდო.

ქალს გვერდს რეპერი და დიზაინერი მეუღლე, ქანიე უესტი უმშვენებდა. სხვათა შორის, ქანიე ცოტა ხნის წინ მორიგ სკანდალში გაეხვა – პრეზიდენტობის მსურველი მუსიკოსი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე ადიდასისთვის შექმნილ ახალ კოლექციას წარმოადგენს. როგორც გაირკვა, ქანიეს ჩვენება ანა ბოუენის შოუს ემთხვევა, რამაც ახალგაზრდა ქალბატონი ძალიან გააღიზიანა და ასეთი კომენტარი გააკეტა – “ასე მგონია, რომ მე დავითი ვარ და ის გოლიათი. ამ ჩვენებისთვის დიდხანს ვემზადებოდი, ახლა კი მომიწევს, თარიღი შევცვალო“ – ამბობს დიზაინერი.