რამდენიმე საათის წინ მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოების უარყოფით კომენტარებს პასუხობს და ასევე მადლობას უხდის იქს ფაქტორის ჟიურის, რომ მისი შვილი შეაფასეს ისე, როგორც ჩვეულებრივი კონკურსანტი.
“ვინც მე მე პირადად მიცნობს ზუსტად იცის რომ ცხოვრებაში არასოდეს ” ვაზელინი” არ გამომიყენებია, პირიქით ზედმეტად ხისტი ვარ და ზოგ შემთხვევაში უტაქტოც, რატომ გავაკეთე ეს წინსიტყვაობა… იმიტომ რომ ათასობით დადებით კომენტარში მაქსიმუმ 8 უარყოფითი ამოვიკითხე სადაც წერენ რომ,”რაა გახდა ასეთი ეს ბავშვი ჟიური და მთელი ქვეყანა რომ გადაირიაო” ეს იმიტომ ხდება რომ დედა კაჭკაჭიშვილი ყავსო….
კაჭკაჭიშვილ დედას უფრო მეტი ამბიცია აქვს საკუთარ თავზე და ფიქრობს რომ უფრო მეტისთვის უნდა მიეღწია რომ არა”პადნოჟკები” თან ძალიან ბევრი…. მაგალითად პირველი სეზონის ახალი ხმის მუსიკალურ დირექტორად უკვე დანიშნული იყო კაჭკაჭიშვილი და სამსახურში გასვლის დღეს უთხრეს რომ მის ადგილას სხვა დანიშნეს:)))) მაშინ რატომ ვერ შეძლო გასაჩივრება თუ ამხელა გავლენა ჰქონდა???? მოკლედ ხალხნო ისე არ არის როგორც თქვენ გგონიათ smile emoticon ნიკა გვარამიას არ ვიცნობ, მარტო გამარჯობით შემოვიფრაგლებით, სოფოს ვიცნობ მაგრამ ისეთი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ რომ რაიმეს თხოვნა შემძლებოდა,(ან რა უნდა მეთხოვა)გიორგი გაბუნიასაც 2 ჯერ მივესალმე და სუბლატთან არანაირი კონტაქტი არ მქონია !!!! ხო და ყველაფერ ამის გათვალისწინებით ვუხდი მადლობას ჟიურის წევრებს რომ ბავშვისთვის არ დაიშურეს არაფერი იმიტომ კი არა რომ ჩემი შვილია?! იმიტომ რომ ის ბავშვი ჩამოყალიბებული ინდივიდია და არავის შვილობას არ საჭიროებს !!!!
PS: ნიკა გვარამიას ფანი ვარ შეიძლება ითქვას :))) ❤️✌”