მსახიობი თინა მახარაძე სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდის. ის ბარი ფაირშტეინის კინოსკოლის სტუდენტი გახდა. “კინორეჟისურის სამწლიანი მაგისტრატურა. მიმიღეს.“ –
წერს მსახიობი სოციალურ ქსელში და მადლობას უხდის თავის რეკომენდატორებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ფილმის გადაღებაში დაეხმარნენ. მსახიობი ასევე აღნიშნავს, რომ ბარი ფაირშტეინის კინოსკოლის მრჩეველთა საბჭოში შედიან რეჟისორები: დარენ არანოვსკი, სტივენ სოდერბერგი, მსახიობი იტან ჰოუკი და სხვანი.