რატომ რჩება დაფინანსების გარეშე SALIO-ს ამერიკული ოცნება?

0
2513

მომღერალ სალომე კორკოტაშვილს, იგივე სალიოს მოსწონს ახალი გამოწვევები, უყვარს სიახლეები და ექსპერიმენტებსაც არ ერიდება. არც ცვლილებების ეშინია და ყოველთვის მზად არის ყველა გზა მოსინჯოს, რათა მისი ოცნება, ერთ მშვენიერ დღეს რეალობად იქცეს. ამჯერად ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის „SongBuilder Studio“-ს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. კონკურსში 15 000-მდე მუსიკოსი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან, ხმის ჩამწერმა სტუდიამ კი სწორედ სალომე შეარჩია, სიმღერით „Wayside“. მას სიმღერას პროფესიონალურ სტუდიაში ჩაუწერენ, არანჟირებაზე კი „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი – როს პეტერსონი იმუშავებს. როცა კომპოზიცია მზად იქნება, მას ამერიკის მასშტაბით, 100-მდე რადიო დაატრიალებს. იმისთვის, რომ სალომესთვის ეს ყველაფერი რეალობად იქცეს, მომღერალი ამა წლის თებერვალში აუცილებლად უნდა გაემგზავროს აშშ-ში, კერძოდ მერილენდში. მომღერალს გასამგზავრებლად სჭირდება ბილეთის თანხა და სამი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება. სოც-ქსელში ვრცელდება მიმართვა, სადაც ყველას მოუწოდებენ, დაინტერესდნენ ქართველი მომღერლის წარმატებით დამას ფინანსურად დაეხმარნონ. თუმცა ჯერჯერობით მომღერალი კეთილმოსურნეების მოლოდინშია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here