„ალილოს“ წევრის, ბექა ჩხაიძის მესამე ქორწინება თეონა ჯაფარიძესთან სკანდალურად დასრულდა. ბექას ექსმეუღლემ სოციალურ ქსელში დაუწერა მომღერალს, რომ ის მისი ღირსი არ არის და მისგან მიდის. ამ სტატუსმა ბექას მეგობრები აღაშფოთა, მათ შორის ცნობილი ივენთმენეჯერი, თაკო დოლაბერიძე. მას შემდეგ, რაც თაკომ თავისი აღშფოთება გამოხატა, მას თეონას მეგობრები დაუპირისპირდნენ. როგორც თაკო ჩვენთან საუბრისას ამბობს, მას მუქარაც შეუთვალეს…
თაკო დოლაბერიძე:
მართალი გითხრათ, ასეთი არაფერი მსმენია და მინახავს… ეს ურთიერთობა ბექამ დაასრულა. ოთხი თვეა, ერთად აღარ არიან. თეონას გაერიდა და თბილისში არ იყო დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამ მიზეზით. ვინ არ გათხოვილა და ვის არ მოუყვანია ცოლი და ვინ არ გაშორებია? ვინმეს თბილისში გათხოვება და გაშორება უკვირს?!. ამ გოგოს არ ვიცნობ, ისე მალე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ გაცნობა ვერ მოვახერხე, არადა, ბექა ჩემი ახლო მეგობარია, ხომ წარმოგიდგენიათ? როცა დაშორდნენ, მინდოდა თეონასთან შეხვედრა, მარტო იყო დარჩენილი და შემეცოდა, ვიფიქრე, ქალურ თანაგრძნობას გამოვიჩენ-მეთქი და კიდევ კარგი, რომ ეს შეხვედრა არ შედგა, თორემ კიდევ უარეს რაღაცებს მოიგონებდა ჩემზე…
ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ამ დროს ქალი ხარ და ჩუმად უნდა იყო. ხომ არ შეიძლება, შენი პირადი ცხოვრება „ფეისბუქზე“ გამოფინო. ბექას დაუწერა, შენგან მივდივარ, რადგან ჩემი ღირსი არ ხარო. ვერ მოვითმინე და მივწერე, საიდან მიდიხარ ან სად იყავი-მეთქი. ამის შემდეგ შემომესივნენ მისი მეგობრები, რაღაც კასტა. არ ვიცი, ვინ არიან. ბექა შენ გიყვარს და შენთვის გინდაო, დამიწერეს (იცინის). მერე ჩემი ფოტოები დადეს, აი, მახინჯიაო. არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ლამაზმანი ვარ, მაგრამ ასეთ დონემდე შეიძლება დაეშვას ადამიანი?!. ბოლო ნაბიჯი იყო, როცა მისმა ახლობლებმა მომწერეს მუქარები, ხომ იცი, თეონა სად მუშაობსო. არ ვიცი-მეთქი და შსს-შიო და არ გეშინია, რომ „ვაიბერს“ და „ფეისბუქს“ გაგიტეხავთ და მოგისმენთო? ასეთი რამ წარმოგიდგენიათ? ადამიანი იყენებს თავის სამსახურს ბოროტად. შემდეგ ატყდა ჩემთან რეკვა, როგორც ჩანს, სამსახურში პრობლემები შეექმნა და მთხოვეს, არაფერი აღარ დაუწეროო, თვითონ წაუშლია ყველაფერი, ის სტატუსიც, რომელიც ბექას დაუწერა. მანამდე მე მომნიშნა სტატუსზე, სადაც აღნიშნული ჰქონდა: „ქალბატონო თაკო, თქვენი ნასროლი ტალახი მე არ მხვდება, ხელზე დაიხედეთ, ჭუჭყიანი არ დაგრჩეთ…“ ამას რა უნდა ვუპასუხო, არ ვიცი…
როგორც ჩანს, მან ადამიანების ამოჩემება იცის. ჯერ ბექა ამოიჩემა, მერე მე.
თავად არ დაურეკავს შენთან?
არა, ეტყობა, ვერ გამიბედა დარეკვა.
ბექა როგორ ჩაერია ამ ამბავში?
აპირებდა ჩარევას, მაგრამ იმის გარდა, რომ მე დამიწერა, თურმე შეყვარებულები ვყოფილვართო, ჩემი თხოვნით აღარ ჩაერია. ზოგადად, ამ ამბავზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა…
ნინო მურღულია