ბიონსე მამამისმა გაყიდა. საქვეყნოდ ცნობილი არტისტის მამამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ტაბლოიდს გულახდილი ინტერვიუ მისცა და არც თავისი ქალიშვილის საიდუმლოებები შეუნახავს. მეთიუ ნოულსმა ქუინ ბის რეალური ასაკი გათქვა და აღმოჩნდა, რომ არენბი დივა თავის წლოვანებას აქამდე მალავდა. ვიკიპედიაზეც კი მომღერლის ასაკად 34 წელია მითითებული, თუმცა მამა ამბობს, რომ პატარა ბი უკვე 36 წლისაა და გაურკვეველია, რატომ უნდა სურდეს 2 წლის გამო საზოგადოების მოტყუება. ბიონსეს თანატოლია ცნობილი არტისტი – ფინქი, რომელიც ყოველთვის გულახდილად საუბრობს თავის წლოვანებაზე და არც იმას მალავს, როდის სტუმრობს პლასტიკურ ქირურგებს.
მეთიუ ამაზე არ გაჩერებულა და შეგნებულად, თუ შეუგნებლად თავისი ქალიშვილის რეპუტაცია კიდევ უფრო იმით შელახა, რომ ინტერვიუს ბოლოს არენბი დივა აშერის თანატოლად გამოაცხადა. სხვათაშორის აშერი უკვე 37 წლისაა, ასე, რომ საბოლოოდ მაინც გაურკვეველია მომღერალი თავის ასაკს 2 წელიწადს აკლებს, თუ სამს. თავად ბიონსეს თქმით ის ქვეყანას 1981 წელს მოევლინა, შესაბამისამ ეხლა 34 წლის უნდა იყოს.
ბიონსეს მიმართ საზოგადოების უარყოფითი განწყობა მას მერე იგრძნობა, რაც ცოტა ხნის წინ მომღერლის და მისი მეუღლის – ჯეი ზის დასვენების ხარჯები გახდა ცნობილი. არდადეგების მოსაწყობად წყვილმა 30 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. “როდესაც ისინი სადმე მიემგზავრებიან, დროის სატარებლად რეკორდულ თანხებს ხარჯავენ და არაფერს იკლებენ“ – განაცხადეს წყვილის ახლო სამეგობროში. ბოლო თვეების მანძილზე ჯეი ზიმ და ბიონსემ ერთად ფლორენციაში, ჰავაის კუნძულებზე, პარიზში, ტაილანდში და კარიბის ზღვის კუნძულებზე იმოგზაურეს. გარდა ამისა მეუღლეები ცალ-ცალკეც ხშირად მოგზაურობენ და მათი ყოველი ასეთი მგზავრობა უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული.