რატომ გადადო ადამ ლევინმა დაგეგმილი კონცერტები?

0
2580

Maroon 5 – ის ფრონტმენს ადამ ლევინს, არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დიდ ოჯახზე და ბევრ შვილზე ოცნებობს. სანამ ადამი ოცნებობს, მისი მეუღლე ბეჰატი პრინსლუ იმედს იტოვებს, რომ მისი რჩეულის აზარტი დროთა განმავლობაში იკლებს და წყვილი 17 შვილის ნაცვლად (სწორედ ეს რაოდენობა დაასახელა ადამ ლევინმა) 2 ან 3 ბავშვს დასჯერდება.

სანამ მეორე და მესამე შვილზე იოცნებებ, ცხადია ჯერ პირველი ნაბიჯით უნდა დაიწყო. ვარსკვლავური წყვილი პირველ შვილს დღე-დღეზე ელოდება, ასერომ მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი თავი მშობლის ამპლუაში პირველად გამოსცადონ და უკვე ამის შემდეგ გადაწყვიტონ კიდევ რამდენ შვილს გააჩენენ.

პირველი ბავშვის დაბადებას ადამი და ბეჰატი სულმოუთქმელად ელოდებიან. განსაკუთრებით დიდი ემოციებით მარუნების სოლისტია დამუხტული. მას იმდენად უნდა თავისი პირმშოს პირველად ნახვის სიამოვნება გამოსცადოს, რომ მშობიარობის პროცესზე დასასწრებად, მზად არის დაგეგმილი კონცერტებიც კი გადადოს და ბავშვის პირველ მოძრაობებს, გაჩენის წამიდან მეუღლესთან ერთად ადევნოს თვალი.

ჯერჯერობით უცნობია ჩატარდება თუ არა გადადებული კონცერტები და თუ ჩატარდა, ასევე უცნობია თარიღებიც როდის უნდა ელოდონ თაყვანისმცემლები კუმირის დაბრუნებას. თუმცა ერთი რამ ნათელია, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, მსმენელს იმის იმედიც კი არ უნდა ქონდეს, რომ საყვარელ შემსრულებელს სცენაზე იხილავს.

ადამ ლევინის და მისი ულამაზესი მეუღლის პირველი შვილის დაბადება, დღეს, 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here