რატომ დაბლოკა ნანუკა ჟორჟოლიანმა ქრისტინე იმედაძე თავის გადაცემაში

0
1724

ნანუკა ჟორჟოლიანმა „პროფილში“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის დაბლოკილი მის გადაცემაში ქრისტინე იმედაძე. ეს, ტელეწამყვანის თქმით, არ უკავშირდება ჭორებს, თითქოს ქრისტინე ირაკლი კოდუასთან დადიოდა. ნანუკა ამბობს, რომ ქრისტინეს დეიდაშვილმა მოკლა მისი უახლოესი მეგობარი, ზუკა სახელაშვილი და სწორედ ამიტომ ჰყავს დაბლოკილი მომღერალი გადაცემაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ირაკლისა და ქრისტინეზე მართლა იყო ჭორები, ირაკლიზე და ნუკიზეც იყო ჭორები და ნუკისთან არაერთხელ მიხუმრია ამ თემაზე და ქრისტინესთანაც მითქვამს… ქრისტინე მართლა დაბლოკილია ჩემს გადაცემაში. ქრისტინეს დეიდაშვილმა მოკლა ჩემი უახლოესი სისხლი და ხორცი, ზუკა სახელაშვილი. ქრისტინეს დეიდაშვილი არის ამ მკვლელობაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. ის გაქცეულია ქვეყნიდან და ცხოვრობს მოსკოვში. ზუკას და, თათა სახელაშვილი არის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი პროდიუსერი, ჩვენი მეგობრობა ითვლის 25 წელს, და მე თათას არ შევუქმნი დისკომფორტს ასეთი სტუმრის მოყვანით.

ფილარმონიაში, რაღაც ღონისძიებაზე მივედით მე და თათა და არ გაგვიმართლა, ქრისტინე იმედაძე მოხვდა ჩვენ წინა რიგში. თათას და ქრისტინეს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, შელაპარაკება, თათამ უთხრა საყვედური, ქრისტინემ უპასუხა. თათა იქ ვერავინ იცნო, მე გამშველებელი ვიყავი, მეტი რა უნდა ვყოფილიყავი ამ უსიამოვნო გარემოში, მეორე დღეს კი საუბრობდნენ, რომ ნანუკამ კინაღამ თმით ითრია ქრისტინე ფილარმონიაშიო.

ქრისტინეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ ზუკა რომ საფლავში წევს, მასაც არაფერი დაუშავებია. არც ჩემმა თათამ არაფერი დააშავა, ვისაც ტკივილს უღვიძებს ყველაფერი, როცა მას ხედავს, ვინც უღვიძებს ამ ტკივილს. ჩემს მეგობარს ვცემ პატივს და ვუფრთილდები ემოიცურად. თათა არის ადამიანი, ვინც შექმნა „ნანუკას შოუ“. მისი მადლიერი ვარ ერთგულებისთვის. თათა სახელაშვილი იმსახურებს იმას, რომ მე მას ნერვები არ მოვუშალო.

მე და ქრისტინეს გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, ჩვენ ვესალმებით ერთმანეთს, ამას ქრისტინეც დაადასტურებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here