ქეთა თოფურიას დედამ, ნატა თოფურიამ გადაცემის “Ты не поверишь“ კითხვებს უპასუხა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ნატალია თოფურია არც ისეთი კმაყოფილია ერადერთი ქალიშვილის პირადი ცხოვრებით. ქეთა მეოთხე წელია დაქორწინებულია ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, მათ პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ, თუმცა წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობს.
ჟურნალისტის კითხვაზე სად ცხოვრობს ლევ გეიხმანი, მან განაცხადა, რომ მისი სიძე ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს. “ამერიკაშია, 2-3 თვეში ერთხელ ჩამოდის, ახალი წლის დღეებში აქ იყო. ქეთა არ აპირებს ამერიკაში გადასვლას, რადგან კარიერა აქ აქვს და ოჯახიც რუსეთში ჰყავს. ძალიან უჭირს ოჯახი ასეთ მდგომარეობაში რომ ჰყავს, მაგრამ ჯგუფის ბიჭები ეხმარებიან ამის გადალხვაში“ – განაცხადა ნატა თოფურიამ.
ნატალია ძალიან ამაყობს, რომ თავისი ქალიშვილი კარიერასა და დედობას, კარგად უთავსებს ერთმანეთს. ქეთას ოლივიას გაზრდაში დედა ეხმარება. ის იმედოვნებს, რომ ქეთა და ლევი ისევ ერთად იცხოვრებენ.
https://www.youtube.com/watch?v=I9OLmZo-mUc