მიუხედავად ნიჭისა, ეკა კვალიაშვილს ბოლო წლებია პროფესიაში არ უმართლებს. თუმცა, იყო დრო, როდესაც საზოგადოება მის სიმღერებს ღიღინებდა და უსმენდა. წლების წინ, მომღერალი კონცერტებზე არგამოჩენას მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებით ხსნიდა, მაგრამ ახლანდელი მთავრობის პირობებშიც არაფერი შეცვლილა და კვლავ, “შავ სიაში” რჩება, როგორც თავად ამბობს მიზეზები უკვე აღარ აინტერესებს.
ეკა კვალიაშვილი: “ეს იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც კონცერტებს აწყობს, სიმართლე რომ გითხრათ უკვე აღარ მაინტერესებს ეს თემა – ვარ კონცერტში, არ ვარ კონცერტში. აქ ჩვენთან აბსოლუტურად არაფერი იცვლება, მე ნაწყენი არ ვარ, უბრალოდ მომწყინდა ამ თემაზე საუბარი”.