ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც იგი ქვეყანაში არსებულ სადაზღვევო სისტემას აკრიტიკებს.
“როგორ დაუხვეწიათ სადაზღვევო სისტემა. ადრე 6 წლამდე ბავშვის მკურნალობას, მთლიანად ანაზღაურებდნენ, ახლა მარტო 28 დღემდე. ახალშობილად მარტო 28 დღემდე ბავშვი ითვლება. 4 თვის ბარბარე და მარიამი თინეიჯერები მყოლია და არ ვიცოდი” – წერს ირინა სარიშვილი