რატომ აკრიტიკებენ Cindy Crawford-ის 13 წლის შვილს?!

0
15

Cindy Crawford-ის შვილი შეარცხვინეს – ერთი პატარა სტატიის გამო ჟურნალ Vogue-ში, რომლის ავტორიც სწორედ 13 წლის Kaia გახლავთ, თუმცა, სტატიაზე ბევრად მნიშვნელოვანი ის ფოტოებია, რომლებშიც პატარა გოგონა მამაკაცის სამოსში გამოწყობილი იწონებს თავს.

იმის მიუხედავად, რომ სუპერმოდელ Cindy Crawford-ს სულაც არ უნდოდა, მისი შვილი დედის კვალს გაჰყოლოდა, Kaia Gerber-მა მშობელი მაინც გადაარწმუნა და ცოტა ხნის წინ მსოფლიოში სახელგანთქმულ სააგენტოსთან, IMG Models-თან ხელშეკრულებაც კი გააფორმა. ამჟამად დედა-შვილი მხოლოდ იმ თემაზე კამათობენ, რა ასაკში უნდა დაიწყოს გოგონამ პოდიუმზე გამოსვლა და ფოტოსესიები. Cindy სულ რაღაც 16 წლის გახლდათ, როდესაც მსოფლიომ მის შესახებ გაიგო, თუმცა, Kaia ამაბობს, რომ 21-ე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა და სურს პროფესიონალი მოდელის სტატუსი ბევრად ადრე მიიღოს.

რაც შეეხება ფოტოებსა და სტატიას – Kaia Gerber-ი ცნობილმა ფოტოგრაფმა, Steven Meisel-მა გადიღო. ქალიშვილის ფოტო Cindy-მ თავის ინსტაგრამის გვერდზე გააზიარა და იხუმრა კიდეც – “მგონი დროა წარსულს გადავხედო. ეს კადრი ძალიან მომწონს“ – წერს მოდელი. რომელიც 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მაღალანაზღაურებად მანეკენად მიიჩნევა. Cindy-მ აქტიურ სამოდელო კარიერას თავი ასაკის მატებასთან ერთად დაანება, თუმცა, ამჯერად დედის კვალს მისი გოგონა ადგას. რომელიც რა საკვირველია პოპულარობის პირველად შეგრნებისთანავე მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – 13 წლის Kaia-ს იტალიური Vogue-ის მიწვეული რედაქტორის სტატუსი აქვს, თუმცა, მისი სტატია მკითხველმა ძალიან ბავშვურად და მშრალად შეაფასა.
Cindy Crawford Kaia Gerber Vogue Steven Meisel IMG Models