წლევანდელი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ჯეიმი ქალუმის გარეშე ჩაივლის. თუმცა ეს იმის უფლებას არ გაძლევთ, რომ ყურები ჩამოყაროთ, რადგან წინ კიდევ არაერთი ცნობილი შემსრულებლის კონცერტი გელოდებათ.
რაც შეეხება ჯეიმი ქალუმის, როგორც ჩანს თურქეთში არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ მასზე ისეთი გავლენა მოახდინა, რომ შემსრულებელმა და მისმა მენეჯმენტმა საქართველოში ჩამოსასვლელად, თურქეთის გავლენით ფრენაზე უარი განაცხადა. მუსიკოსის დათქმულ ვადებში საქართველოში ალტერნატიული გზებით ჩამოყვანა კი ვერ მოხერხდა.
მაგრამ გაგახარებთ და გეტყვით, რომ წარმომადგენლობები იმაზე შეთანხმდნენ, რომ არტისტი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ნაცვლად, თბილისის ჯაზ ფესტივალზე, ნოემბერში გამოვა. 22 ივლისს კი ნიკ ვესტის მოსმენას შეძლებთ. მათ, ვისაც მუსიკოსის კონცერტზე დასწრება არ სურს, ბილეთების დაბრუნების საშუალება აქვთ. ქალუმის თაყვანისმცემლები კი არტისტს ნოემბერში, თბილისის ჯაზ ფესტივალზე შეხვდებიან.