რატი წითელაძე: „5 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ვნახე ჩემი მშობლები…“

0
2720

აღმოსავლური ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონი, რატი წითელაძე, რომელმაც სახელი სკანდალური იმიჯითა და ინტერვიუებით გაითქვა. პირველ ინტერვიუში, რომელიც მისი თამამი ფოტოების შემდეგ ქართულ პრესაში გამოჩნდა, რატიმ აღნიშნა, რომ მისთვის სექსის სანაცვლოდ ფული შეუთავაზებიათ. მოგვიანებით, მან აღიარა, რომ ასეთი სკანდალური განცხადებები არ უნდა გაეკეთებინა. შემდეგ რატი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა. ამის მერე კი ეპატაჟური ნაბიჯები აღარ გადაუდგამს და ლოს ანჯელესში გაემგზავრა, სადაც მსახიობის პროფესიას დაეუფლა, შემდეგ კი ძალების მოსინჯვა რეჟისურაში გადაწყვიტა. მისი ფილმი „დედა“ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

რატი ადრინდელი ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ აჭარიდანაა და მშობლებს იშვიათად ნახულობდა. როგორც ჩანს, დედ-მამა ბოლო წლებში საერთოდ აღარ უნახავს, რადგან ახალ წელს მათთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„არასოდეს ავღნიშნავ დღესასწაულებს, მათ შორის არც ახალ წელს, მაგრამ დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, 5 წლის შემდეგ, როგორც იქნა, ვნახე მშობლები.

მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე თითქოს დროის შეგრძნება იკარგება, გარესამყაროდან სრულიად მოწყვეტილი მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ დასახულ მწვერვალს მიაღწიო. გავიწყდება მშობლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ხვდები, რომ ადამიანის ყველაზე დიდი ბედნიერება საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნაა.

გილოცავთ ყველას ახალ წელს.

გაუზიარე სიყვარული შენი ოჯახის წევრებს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here