რატი დურგლიშვილმა ოთხი ევროპული ქვეყნიდან ხელნაკეთ საახალწლო ნივთებზე შეკვეთები მიიღო

0
2227

რატი დურგიშვილის ხელით ნაკეთმა ნაძვის ხის სათამაშოებმა საზღვრებს გარეთ, რამდენიმე ქვეყანაში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. რატო მხოლოდ ნატურალუ მასალებზე მუშაობს, მისი სათამაშოები შედარებით ძვირია, მაგრამ რამდენიმე ქვეყნიდან მსხვილი შეკვეთა მიიღო, რომელსაც ოჯახთან ერთად გაართვა თავი, ახლა კი მცირე ქარხნის აწყობაზეც ფიქრობს, რომ ხელნაკეთი სათამაშოები ოჯახურ ბიზნესად აქციოს.

რატი, ჩვენ რომ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მას მერე კიდევ გქონია სიახლე…

როცა ხელნაკეთი სათამაშოების გაკეთება დავიწყე, პირველ რიგში, ქართულ კომპანიებს შევთავაზე. საკმაოდ ადრე შევთავაზე, ახალ წლამდე, მაგრამ როგორც ჩანს, არ დაინტერესდნენ. მერე სოციალურ ქსელში დავდე. გაზიარებებით, ჩემი სამეგობრო წრის საშალებით, ოთხ ქვეყანაზე გავედი, ძალიან სპონტანურად, ლონდონი, მილანი, პრაღა და პარიზი – ამ ქალაქებიდან მომივიდა დაკვეთები, მათ შორის, პრაღიდან ყველაზე დიდი. მთელი წელი მათთან ვიმუშავებ, სხვადასხვა კომპანიასთან და ამა თუ იმ თემაზე შევქმნით ხელნაკეთ ნივთებს. ახლა სააღადგომო ნივთებზე დავიწყე მუშაობა. ასე ხუმრობა-ხუმრობაში გადაიზარდა სერიოზულ საქმეში. გაოგნებული ვარ. ასე უცებ რაღაც გადაწყვიტო, გახვიდე გარკვეულ მასშტაბზე და მომავალი წლისთვისაც მიიღო შეკვეთა, ადვილი არ არის. სრულად + ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here