რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძესთან ერთად კვლავ იმღერებს (ვიდეო)

0
2321

რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე კვლავ გაერთიანდნენ და ამჯერად მაკას სოლოკონცერტზე, „დორსში“, 22 მარტს წარდგებიან მსმენელის წინაშე. დუეტი „ჯორჯია“ არ აღდგა, რადგან სოლომომღერლები ცალ-ცალკე წარმატებით აგრძელებენ კარიერას, თუმცა მაკა ზამბახიძის წინა კონცერტზე ერთად სამი სიმღერა შეასრულეს, ახლა კი მთელ სეტს დაუთმობენ საკუთარ რეპერტუარს ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად.

შესრულდება ის კომპოზიციები, რომლებიც „ჯორჯიას“ რეპერტუარიდან ასე ძალიან უყვარს მსმენელს. ასევე, „იმღერე რამე“, რომლის საორკესტრო ვერსია თბილისობის ერთ-ერთი კონცერტისთვის ნიკოლოზ რაჭველმა გააკეთა, ახლა კი ბენდის არანჟირება შეიქმნა.

ვიდეო რეპეტიციიდან პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა გაავრცელა.

რატი დურგლიშვილს fortuna.ge დაუკავშირდა მეტი დეტალისთვის.

რატი:

როცა კარგი კონცერტია, მე და მაკა სიამოვნებით გამოვდივართ ერთად. მაკას წინა კონცერტზე სამი სიმღერა შევასრულეთ ერთად, 22 მარტს კი, „დორსში“, მაკას სოლოკონცერტზე ერთ სეტს მთლიანად ერთად ვიმღერებთ.

შენს სოლოკარიერაში არის რაიმე ახალი?

სამი სიმღერა დევს სტუდიაში, უბრალოდ, ტექსტებს ველოდები. თანაც, რემონტს ვაკეთებდი სახლში და არ მეცალა აქტიურობისთვის სხვა კუთხით. დაკეტილი მქონდა ზედა სარტულები და თავიდან გახდა გასარემონტებელი. თითქმის მოვრჩი. ახლა მეზობლები შევთანხმდით და სადარაბზოსაც ვარემონტებთ.

შენი დიზაინით ხომ არა?

არა, მაგრამ ჩემი დიზაინით ვაკეთებ ერთ სივრცეს, რომელიც არ ვიცი, შემდეგ რა იქნება, შესაძლოა, ბარი იყოს ან სხვა რამ, კვების ობიექტი. მმართველობაში ვინ აიღებს, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ლამაზი გამოვიდა, მუზეუმის სტილში გავაკეთე.

ნინო მურღულია

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here