რატი დურგლიშვილი: „ჩემი და მაკა ზამბახიძის დუეტი მსმენელს ძალიან უყვარს, ამიტომ გვინდა, ეს სიამოვნება კვლავ ვაჩუქოთ…“

0
489

რატი დურგლიშვილი fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ მაკა ზამბახიძესთან ერთად ახალი სიმღერების ჩაწერას გეგმავს, ერთ-ერთზე კი – კლიპის გადაღებას.

რატი დურგლიშვილი:

თქვენ გეტყვით პირველად, რომ მე და მაკა ზამბახიძე ვაპირებთ, ჩავწეროთ ერთობლივი ახალი სიმღერა, რომელიც მე დავწერე. მაკასთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ ჩვენი დუეტისთვის კიდევ ორი სიმღერის იდეა მაქვს (იღიმის). ვფიქრობ, ჩვენს ერთობლივ სიმღერაზე კლიპსაც გადავიღებთ.

დუეტი „ჯორჯია“ აღდგება

ასე გამოვიდა?

ვფიქრობ, ჩემი და მაკას დუეტი მსმენელს ძალიან უყვარს და გვინდა, ეს სიამოვნება კვლავ ვაჩუქოთ. ბევრი ადამიანისთვის ჩვენი დუეტი აქტუალური იყო. „ჯორჯიას“ რაც შეეხება, როცა გვინდა, ერთად ვიმღერებთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. რატომაც არა?!.. ჩემი და მაკას ისტორიაა… მთელი გულით და სულით გვინდა, მსმენელს ახალი სიმღერა ვაჩუქოთ…

 

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ:

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here