რატი დურგლიშვილი ახალ ქართულენოვან სიმღერაზე კლიპს იღებს

0
72

რატი დურგლიშვილი ბოლო დროს ძალიან აქტიურობს. მალე, თვის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაღებული კლიპის პრემიერას შემოგვთავაზებს, მანამდე კი კიდევ ერთ ვიდეორგოლს იღებს, რომელიც მზად შემდე კვირას იქნება და მისი პრემიერა ერთ-ერთ შოუში შედგება.

რატი დურგლიშვილი:

უკვე რამდენიმე თვეა, ჩაწერილი მაქვს ქართულონოვანი სიმღერა სახელად, “იგრძენი სივრცე“, რომლის მელოდია და არანჟირება მე მეკუთვნის, ტექსტი – მანანა სიამაშვილს. მასზე კლიპის გადაღებას ვაპირებ. ასე ვთქვათ, საკონცერტო ვერსიას გადავიღებთ, რამდენიმე დღეს ვმსჯელობდით, როგორი უნდა ყოფილიყო კლიპი და ასე გადავწყვიტეთ, ჩემთან ერთად ორი გოგონა მონაწილეობს, გადაღებები სცენაზე იქნება და დიდი როლი დავაკისრეთ განათებას, მთლიანად მასზე ვაპირებთ ვიდეორგოლის აწყობას.

თვის ბოლოს კი ამერიკაში გადაღებული ერთ-ერთი კლიპის გრანდიოზულ პრეზენტაციას ვაწყობ, დავპატიჟებ უამრავ ადამიანს. ბენდთან ერთად ახალი სიმღერების ლაივ-ვერსიებს ვამზადებ. ჯერ ვერ გეტყვით, როგორი სახე ექნება პრეზენტაციას, მაგრამ მინდა, დამსწრე საზოგადოებას პატივი ვცე და შევთავაზო სანახაობა, ჯერ ფიქრის პროცესში ვარ (იღიმის).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here