პოეტმა რატი ამაღლობელმა რამდენიმე დღის წინ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დატოვა. რატი არხზე გადაცემა „კაცების შოუს“ ერთ-ერთი თანაწამყვანი იყო. „მიუზიკ ბოქსის“ მიერ, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რატი ამაღლობელს არხთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და კონტრაქტი საკუთარი სურვილით აღარ გააგრძელა. ამაღლობელი გადაცემაში ბასა ჯანიკაშვილმა შეცვალა და ამიერიდან „კაცების შოუს“ ოთარ შამათავასთან და გურამ შეროზიასთან ერთად, სწორედ ბასა გაუძღვება.