რასთან აქვს “პირდაპირი სექსი“ ანრი ჯოხაძეს

0
49

რადიო “ფორტუნა პლუსს“ და მის წამყვანს გიგა ბატკუაშვილს ესტუმრა ანრი ჯოხაძე, რომელმაც გვანცა კილასონიასთან ერთად, “ვოისის“ კულუარებზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ “X ფაქტორსა“ და “ვოისს“ შორის დიდი განსხვავებაა, რადგან “რუსთავი 2“-ის შოუში უფრო მეტი ხუმრობა შეიძლებოდა ვოკალურ შესაძლებლობებზე, ვიდრე “ვოისში“. აქ პრეკასტინგი ტარდება და მეტ-ნაკლებად, ყველა მონაწილეს შეუძლია სიმღერა, ამიტომაც ამ ორ პროექტს ვერ შეადარებს, თუმცა ორივე მისთვის საყვარელი გადაცემაა.

“ვოისში“ დიდი გამოცდილებით მოვედი და ვამაყობ, რომ მსგავს პროექტებს ვჭირდები. მიხარია, რომ გუნდებში ვხვდები და ჩემი წვლილი შემაქვს. მადლობელი ვარ ორივე ტელეკომპანიის“ – განაცხადა ანრიმ.

კითხვაზე, ხომ არ იეჭვიანა “რუსთავი 2“-მა, ანრიმ უპასუხა: “შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ შესაძლოა, რადგან “X ფაქტორში“ ვიჯექი, მათი თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ მე დამიქირავეს და კონტრაქტის დასრულების შემდეგ დასრულდა ვალდებულებები ორივე მხრიდან. ზოგიერთს, ვინც ამ თემას ჩაჰკირკიტებს, მინდა ავუხსნა, რომ მე არავის კუთვნილება არ ვარ. ანრი ჯოხაძეს არც ერთი ტელევიზიის ვალი არ აქვს, რადგან არც ერთი ტელევიზიას არ შევუქმნივარ მომღერლად, როგორც ეს ხშირად ხდება თანამედროვე ტელესივრცეში. თუ ვინმე დამიძახებს და დავჭირდები, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები“.

ანრის დაუსვეს შეკითხვა პირად ცხოვრებაზეც და იმაზეც, აძალებს თუ არა დედა ცოლის მოყვანას – “ხანდახან მეუბნება, დავიღალე შენი ტანსაცმლის რეცხვითა და დაუთოვებით, მოიყვანე ერთი გოგო სახლში და მოგხედოსო და მოვიყვანე დამლაგებელი…“

ჩემს ცხოვრებაში არავინ არის. თუ მოხდება, მე თვითონ გავახმაურებ სიამოვნებით. ვინმე ვინმესთან თუ გახახუნდა, ეგრევე პოსტავენ სოციალურ ქსელში, რომ ურთიერთობა აქვთ, ორ კვირაში კი ვიგებთ, რომ ერთმანეთს დაახურეს თავზე. ამით საკუთარი თავის პიარი “მიტყდება“, თუ ძალიან სერიოზული თემა არ არის, ან ქორწილი, არ მომწონს. მოვუწოდებდი ახალგაზრდებს, დაფიქრდნენ, ცხოვრებაში ვერაფერს აკეთებენ და ამით იპიარებენ თავს… ჩემი საქმით იმდენად ვარ გატაცებული და იმდენად მიყვარს, პროფესიასთან მაქვს პირდაპირი სექსი…“ – აღნიშნა მომღერალმა.