რას აღარ ნახავთ ქართულ სატელევიზიო სივრცეში, უხერხული კადრებით დაწყებული გაუგებარი ტიტრებით დამთავრებული. ამ შემთხვევაშიც სწორედ ტიტრებთან აქვთ ტელევიზიებს პრობლემა. მუსიკოსი გიგი ვანდერი სოციალურ ქსელში სატელევიზო სიუჟეტებიდან ამოღებული კადრების კოლაჟს აქვეყნებს, სადაც მისი სახელი და გვარი სწორად არც ერთ მათგანზე წერია.
პიანისტი გიგი ვანდერი (ნამდვილი სახელი გიგი ჭიპაშვილი) ვინ აღარ ყოფილა – გიგი ლანდერი, გივი ვანდერი, დირკ ნოვიცკი, დაიანა კროლი და ეკა ბესელიაც კი, თუმცა ბოლო შემთხვევა კიდევ უფრო გამორჩეულია – თამაზ მეჭიაური. “როდესმე ხომ შეიძლება გიგი ვიყო” – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში….