რაში ადანაშაულებს სახელმწიფოს დავით ქაცარავა?

0
2186

ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ დაპირების მიუხედავად, სახელმწიფო კანოეს ფედერაციას არ დაეხმარა.

ჩემო მეგობრებო!!!
ძალიან შევეცადე ეს პოსტი დამეწერა ცივი გონებით და მინიმალური ემოციით, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუმცა შევეცდები.
ბოლო წლების განმავლობაში ვინც თვალყურს ადევნებით ჩემს პოსტებს კანოესა და ჯომარდობასთან დაკავშირებით, შეამჩნევდით, რომ ჩემი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, შეფასებები და ზოგადი მიდგომა ძალიან ლოიალური, პოზიტიური და ფაქტიურად 0 – ვანი კრიტიკის შემცველი იყო. ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ ვეძებო ყველაფერში პოზიტივი და ნეგატივზე უარს ვამბობ, ვცდილობ ყოველთვის რაიმე გამართლება ვუპოვო ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას, გაგებით მოვეკიდო უარებს. არ ვიცი ეს რამდენად სწორია…ყოველივე ეს შესავლის ნაცვლად..
ალბათ ყველას გახსოვთ რიოს ოლიმპიადა, ზაზა ნადირაძის გამოსვლა,სიხარული, სიამაყე, გულდაწყვეტა და მომავლის იმედი, საყოველთაო ეიფორია და მთავრობის ხმამაღალი დაპირება – კანოეს ამიერიდან სხვანაირად მივხედავთო!!!! ჩვენც, ფედერაციის წევრები, მწვრთნელები, სპორტსმენები ძალიან დაიმედებულები და ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ხომ შევძელით და ეს არაჩვეულებრივი სპორტის სახეობა გამოვიყვანეთ ღრმა კრიზისიდან და შევძელით სრულიად დამსახურებულად საზოგადოების და მთავრობის ყურადღების მიპყრობა, შევძელით დაგვერწმუნებინა ყველა რომ აქაც დიდი პერსპექტივები გვაქვს და ჩავთვალეთ, რომ პრემიერ მინისტრის სიტყვები ჩვენი სახეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ გაიგო.

მ/წ – ის 22 სექტემბერს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ შეიტანა წერილი ქ.თბილისის მერიაში ამავე წლის 21–23 ოქტომბერს ქ. ფოთში ჩასატარებელ, საქართველოს თასზე თბილისის კანოე–კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა – 2 350 ლარი. გუნდის შემადგენლობა – 10 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი. ტურნირის ძირითადი მიზანი – ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება, რომელიც მზადებას დაიწყებს მომავალ წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს ახალგაზრდული ნაკრები კანოეს მომავალია, არის შანსი, რომ კიდევ მრავალი ზაზა ნადირაძე გამოჩნდება ასპარეზზე.

გუშინ, 18 ოქტომბერს ჩვენ მივიღეთ პასუხი თბილისის მერიიდან – ალბათ არ არის საჭირო ახსნა რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მაინც დავწერ – უარი. თანხების არ არსებობის გამო. არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო.
მსურს დაგამშვიდოთ – 13 კაციანი შემადგენლობა მაინც გაემგზავრება ამ შეჯიბრზე და ამ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ ახალგაზრდულ ნაკრებში მოსახვედრად.

ეს თანხა გადახდილი იქნება ჩემი პირადი სახსრებიდან, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე დახარჯულა ჩემი და ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კახა ლომიშვილის ჯიბიდან. ეხლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რა თანხხები იყო ეს. ამიერიდან არც ერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებ.

ნუთუ ეს არის ის დაპირებული სხვანაირი მხარდაჭერა???? ნუთუ არჩევნები შეიძლება იყოს მიზეზი სპორტსმენების არ დაფინანსების???? რატომ გვაცნობეს ასე გვიან, 18 ოქტომერს ფულის არარსებობის შესახებ, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურზე არის მიმართული???? ესე გვინდა სპორტი განვავითაროთ??? ესეთი მიდგომით არაფერი გამოვა!!!!!ეს ჩემთვის და ვფიქრობ მთელი სპორტული სამყაროსთვის ძალიან ცუდი სიგნალია!!! მე მართლა ძალიან შეშფოთებული ვარ ასეთი სიტუაციით!!!
ის იმედი, მუხტი,სიხარული, რწმენა იმისა რომ აწი სხვანაირი მხარდაჭერა გვექნება, ძალიან შეირყა დღევანდელი ფაქტის შემდეგ. მე არ ვიშვერ ხელს კონკრეტული პიროვნებების მიმართულებით, იმედი მაქვს რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ იყო. ეს არის სისტემის ნაკლოვანება, რომელიც მთელი თავისი რესურსით მომართულია პოლიტიკურ ბრძოლაზე და ნაკლებად აინტერესებს სპორტის განვითარება თუ კონკრეტულ მოცემულ მომენტში პარლამენტში დამატებითი ხმა ჭირდება.

ძალიან გაკვირვებული ვარ ასევე სახელმწიფოს გულგრილობით, რომელიც მან გამოიჩინა ჯომარდობაში, ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 22–28 მაისს ბორჯომში, მდინარე მტკვარზე. სრული იგნორი!!!! რატომ ბატონებო, ჩაიარა არჩევნებმა და მხოლოდ 2019 წელს გახდება აქტუალური ჩვენი ხმები?????

ყველამ ძალიან კარგად იცის რომ მე 100% აპოლიტიკური ადამიანი ვარ!!!!! მე ვაკეთებ ჩემ საქმეს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად და უკეთესად წარმოჩენაში ეხმარება ჩვენს მთავრობას. ხაზს ვუსვამ – ეს პოსტი ჩემი გულისტკივილის გამოძახილია და არავითარ შემთხვევაში, არც ერთი პარტიის ინტერესებს არ ემსახურება, არავისი მხარდამჭერი არ ვარ გარდა ჩემი ქვეყნისა!!!!!

ყველას, ვინც წაიკითხა ეს პოსტი ბოლომდე, გთხოვთ გაავრცელოთ და არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა!!!! დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს წერილი ადრესატამდე მივა. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გახდება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის “შავ სიაში” შეყვანის მიზეზი!!!!!!!!!!

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი,
საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი,
დავით ქაცარავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here